leaderboard_below_slide
left_sabechdi

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: იტალია არ გაგზავნის თავის ჯარისკაცებს უკრაინაში საბრძოლველად

“დიდი შვიდეულის” საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იტალია არ გაგზავნის თავის ჯარისკაცებს უკრაინაში საბრძოლველად. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

“ჩვენ არ გავაგზავნით ჯარისკაცებს უკრაინაში საბრძოლველად. ჩვენ ვეხმარებით კიევს პოლიტიკურად, ფინანსურად და სამხედრო თვალსაზრისით, დახმარების გაგზავნით, მაგრამ ჯარისკაცებს არ გავგზავნით უკრაინაში საბრძოლველად. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ ესკალაცია“, – განაცხადა ანტონიო ტაიანიმ.

ასევე იხილეთ