აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2025 წლის იანვარში შედგება, განაცხადა თეთრი სახლის პრესსამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ენდრიუ ბეითსმა.
“პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ვისაც არ უნდა გაემარჯვა, ის ინაუგურაციას დაესწრებოდა”, – თქვა ბეითსმა.
მისივე განცხადებით, ბაიდენი და აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი აპირებენ, რომ საკუთარი პირობა შეასრულონ და ტრამპის ინაუგურაციას დაესწრონ.