„შინაგან საქმეთა სამინისტრო საკანონმდებლო საქმიანობის მიმართულებით აქტიურად მუშაობს“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.
როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, ბოლო წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა.
„2018-2024 წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა დანაშაულის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის და სქესობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა, საგზაო უსაფრთხოების რეგულირება, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის რეგულირება, სერვისების განვითარება, სამსახურის გავლის საკითხების რეგულირება და სხვა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.