მამუკა მდინარაძე: გვარამიას აღიარება რა საჭიროა, მისი აღიარების გარეშე არ ვიცით ჩვენ, რომ დახურული იყო სასამართლო, მედია, აწამებდნენ ადამიანებს და აუპატიურებდნენ?

„ნაცი ყოველთვის ნაცი იქნება და მათი გადანაცვლება ვერასდროს მოხდება. როგორც არ უნდა გაიშალონ, მერე შეიკრან და იბოდიალონ ასე, ვერაფერს მოახერხებენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გვარამია-მელიას გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.
„გვარამიას აღიარება რა საჭიროა, მისი აღიარების გარეშე არ ვიცით ჩვენ, რომ დახურული იყო სასამართლო, მედია, აწამებდნენ ადამიანებს და აუპატიურებდნენ? სინამდვილეში ორი კრიმინალის გაერთიანებაზეა საუბარი. კრიმინალია მელია და კრიმინალია გვარამია, ისინი არიან მძიმე ცოდვებით დამძიმებულები მათ შორის თანაშემოქმედები იმ რეჟიმისა, რომელსაც „ნაცმოძრობა“ ერქვა და მათ ჰგონიათ, რომ ახლა „ნაცმოძრაობის“ ელექტორატის გარეთ, ე.წ. შუაშისტურ 20%-ში კიდევ მოიპოვებენ ხმებს, რაც წარმოუდგენელია. ნაცი ყოველთვის ნაცი იქნება და მათი გადანაცვლება ვერასდროს მოხდება. როგორც არ უნდა გაიშალონ, მერე შეიკრან და იბოდიალონ ასე, ვერაფერს მოახერხებენ, რადგან ქართველი ხალხი მოვლენებს სწორად აფასებს“, – აღნიშნა მდინარაძემ.