ანრი ოხანაშვილი: იუსტიციის სამინისტრო განაგრძობს ჩვენი გუნდის დაწყებულ არაერთ სახელმწიფოებრივ საქმეს
ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ ანრი ოხანაშვილს უსმენენ.
მინისტრობის კანდიდატმა გამოცხადებული ნდობისთვის ირაკლი კობახიძეს და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს მადლობა გადაუხადა.
„მსურს, ასევე, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის წევრს, ბატონ რატი ბრეგაძეს, გაწეული დაუღალავი შრომისა და ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმისთვის. წარმატებას ვუსურვებ მას შემდგომ საქმიანობაში.
ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით იმ სამთავრობო გუნდის წევრობა, რომელიც ნდობის გამოსაცხადებლად წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტისთვის!
მოგეხსენებათ, რომ 2012 წლიდან დღემდე ჩვენმა ხელისუფლებამ ფუნდამენტური ცვლილებები და უმნიშვნელოვანესი რეფორმები განახორციელა იუსტიციის სფეროში კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და ჩვენი საზოგადოების ინტერესებზე მორგებული სერვისების უზრუნველსაყოფად! ამიტომ იუსტიციის სამინისტრო განაგრძობს ჩვენი გუნდის დაწყებულ არაერთ სახელმწიფოებრივ საქმეს და მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებითა და დიდი პასუხისმგებლობით უზრუნველვყოფთ სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი პრიორიტეტების შესრულებას“, ‒ აღნიშნა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა ანრი ოხანაშვილმა.
XI მოწვევის პარლამენტის კომიტეტები მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.