leaderboard_below_slide
left_sabechdi

გია აბაშიძე: სრულად გაკოტრებულმა ნაცოპოზიციამ შექმნა ხელოვნური სკანდალი სასწავლო პროგრამებზე- მათთვის მკვდარ პოლიტიკურ ცხოვრებაში თხზავენ სისულელეებს, თავად იჯერებენ და ჰგონიათ, რომ რაღაც ქულებს იწერენ საზოგადოებაში

„სრულად გაკოტრებულმა ნაცოპოზიციამ შექმნა ხელოვნური სკანდალი სასწავლო პროგრამებზე, იმ ნაცსექტანტებმა, რომელთათვის სამშობლო და ეროვნულობა არაპრიორიტეტულია”  – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომელიც სასწავლო პროგრამის ცვლილებას ეხება.

„სრულად გაკოტრებულმა ნაცოპოზიციამ შექმნა ხელოვნური სკანდალი სასწავლო პროგრამებზე, იმ ნაცსექტანტებმა, რომელთათვის სამშობლო და ეროვნულობა არაპრიორიტეტულია. ლუზერთა ფეხის ხმას უტიფრად აჰყვა სამარცხვინო ანტიქართული ელემენტიც, ფსევდო-(პ)რეზიდენტი ზურაბიშვილიც. როგორ თვითდეკადანსსში არიან ეს ოდიოზური შარახვეტიები, რომ მათთვის მკვდარ პოლიტიკურ ცხოვრებაში თხზავენ სისულელეებს, თავად იჯერებენ და ჰგონიათ, რომ რაღაც ქულებს იწერენ საზოგადოებაში. ამ დროს კი თითით საჩვენებელ ჩამოძონძილ პოლიტიკანებად იქცნენ.

განათლების სამინისტროს ცნობით, „სასწავლო პროგრამა არ შეცვლილა და პროგრამიდან არც ერთი ნაწარმოების ამოღება არ მომხდარა. ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას. თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება”, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ