leaderboard_below_slide
left_sabechdi

CNN: ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა მხარი დაუჭირა „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა მხარი დაუჭირა „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰეზბოლა“ აღარ არის იგივე საბრძოლო ძალა, როგორც ადრე იყო.

ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის დაპირისპირება 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ მიმდინარეობს.

დაპირისპირება გამწვავდა მას შემდეგ, რაც 30 სექტემბერს ისრაელმა ლიბანის სამხრეთით სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, რომელიც დღემდე მიმდინარეობს.

ასევე იხილეთ