გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი – მთაში თოვლის სახით
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი – მთაში თოვლის სახით, რამაც შესაძლოა, გზებზე საავტომობილო შეზღუდვები გამოიწვიოს. დედაქალაქში სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ. 29 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუმჯობესება და ტემპერატურის მომატებაა ნავარაუდები.
„27-28 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი მთაში თოვლის სახით. მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია იყოს ზვავსაშიშროება, ქარბუქი და ნისლი. 29 ნოემბრიდან ამინდის პირობების გაუმჯობესებას ველოდებით. შეწყდება ნალექი, ქარი შესუსტდება ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. თბილისში ორი დღის განმავლობაში ველოდებით წვიმას, დროგამოშვებით ჩრდილოდასავლეთის ქარი დაუბერავს“, – აღნიშნა სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა.