leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნინო წილოსანი: მიხეილ ყაველაშვილი არაფერს უშინდება, როცა ქვეყნის ინტერესებია დასაცავი, ახლა თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის ბრძოლას სხვა თანამდებობიდან გააგრძელებს

“როდესაც მიხეილ ყაველაშვილს ახსენებ, გახსენდება მისი ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის მავნებლური და დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ, მიხეილ ყაველაშვილი არაფერს უშინდება, როცა დასაცავი საკუთარი ქვეყნის ინტერესებია”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით,  ერთ-ერთმა პირველმა მიხეილ ყაველაშვილმა აიმაღლა ხმა იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც საქართველოს მიმართ მოედინებოდა.

„მათ შორია, თუნდაც რიგი დასავლელი პოლიტიკოსების თუ ევროპარლამენტარების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს მხოლოდ იმის გამო სჯიდნენ, რომ ქვეყანაში “ნაციონალური მოძრაობა” არ ბოგინობს. მიხეილ ყაველაშვილი წარმატებული და ყველასთვის საყვარელი სპორტსმენი იყო. ის არის ადამიანი, რომელმაც თავისი სათქმელი პოლიტიკაშიც თქვა. ახლა თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის ბრძოლას სხვა თანამდებობიდან გააგრძელებს. ოპონენტების ჟრიამული გვაჩვენებს, თუ რამდენად მიუღებელია “ნაცმოძრაობისთვის”, რაც კარგია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამ ქვეყანაზე გული შესტკივა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დასახელდა.

ასევე იხილეთ