მამუკა მდინარაძე: ახლა სალომეს ფანჩატური გააკეთონ, იქ დანიშნონ სალომე პრეზიდენტად და ითამაშონ სახლობანა, იძახონ – ჩელიაბინსკში არ გვინდა, ფანჩატურში გვირჩევნიაო
“ახლა სალომეს ფანჩატური გააკეთონ, იქ დანიშნონ სალომე პრეზიდენტად და ითამაშონ სახლობანა, იძახონ – ჩელიაბინსკში არ გვინდა, ფანჩატურში გვირჩევნიაო”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მან ხუმრობით თქვა, რომ უნდა გაკეთდეს პარალელური პარლამენტი, რაც ძალიან კარგი იდეაა.
“უნდა გაკეთდეს პარალელური პარლამენტი, ძალიან მაგარი იდეაა. შალვას ფანჩატურში აღარ შეესვლებათ იმიტომ, რომ გაბრაზდა თურმე შალვა. იმ დღეს გაუკეთებია განცხადება, რომ გვარამია გაიქცა იქო და ძალიან გაბრაზდა ეს, რომ დაინახა. ახლა რაიმე სხვა ფანჩატური, მაგალითად, სალომეს ფანჩატური გააკეთონ, 5 თუ 4 პოლიტიკური პარასკევი დარჩა სალომეს, ის დანიშნონ პრეზიდენტად და სახლობანა ითამაშონ. ამ ფანჩატურში მოაწყონ სახელმწიფო, დაარქვან „ფანჩატური“ და იძახონ – ჩელიაბინსკში არ გვინდა, ფანჩატურში გვირჩევნიაო და ასე ითამაშონ. მართლა თანავუგრძნობ მათ ამომრჩეველს, რომლებიც ამ მესიჯების გამხმოვანებელ ხალხს უჭერდა მხარს”, – აღნიშნა მდინარაძემ.