მამუკა მდინარაძე: ევროპარლამენტის ბანერის ფონზე რომ დადგნენ გვარამია და მისი ძმაკაცები, ამის ლეგიტიმაცია საიდან აქვთ? რამხელა ფარსია, ხალხი მიხვდა, რომ ჰაერში ნასროლი სიტყვები არაფერს ნიშნავს
“ევროპარლამენტის ბანერის ფონზე რომ დადგნენ გვარამია და მისი ძმაკაცები, რა ხდებოდა ხომ არ იცით, რა ლეგიტიმაციით იყო? წარმოიდგინეთ, რამხელა ფარსია. ევროპარლამენტის ბანერთან რომ იდგნენ და განცხადებებს აკეთებდნენ, ამის ლეგიტიმაცია საიდან აქვთ, რაღაცაში ხომ არ არის საქმე? უკვე მივეჩვიეთ და ეს განცხადებები გაგვიწყალდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სტრასბურგში ნიკა გვარამიას, თინა ბოკუჩავასა და რამდენიმე ევროპარლამენტარის ერთობლივ პრესკონფერენციას.
მდინარაძის თქმით, ხალხი მიხვდა, რომ ჰაერში ნასროლი სიტყვები არაფერს ნიშნავს.
„არჩევნები ახალი მორჩენილია და გვარამიამ ვერც კი მოითმინა, მიშა სააკაშვილს რომ გაემიჯნა. ვინც გვარამიას მიეცით ხმა, „ნაცი“ არ არისო და პარლამენტში რომ მოახვედრეთ, ახლა გამოდის და სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, როგორ ვუთხრა ვინმეს, ახიაო? გვინახავს რეზოლუციები, სააკაშვილი გამოუშვით და ივანიშვილი დასაჯეთო. ევროპარლამენტი კი არა, რაც უნდა იყოს, ვინც ასეთ სიგიჟეს იტყვის, ადეკვატურ პასუხს გავცემთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.