leaderboard_below_slide
left_sabechdi

დაჩი ბერაია: მიხეილ ყაველაშვილი უცხო ძალების გავლენის ქვეშ არასდროს მოექცევა და საქართველოს ინტერესებზე წინ სხვა ქვეყნის ინტერესებს არასდროს დააყენებს

“პირველ რიგში, მიხეილ ყაველაშვილი ქართული ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი იქნება, რომელიც იმ ნაბიჯებს გადადგამს, რაც ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას, წინსვლასა და სუვერენიტეტის გაძლიერებას მოხმარდება”,  – განაცხადა მედიასთან უმრავლესობის წევრმა, დაჩი ბერაიამ მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების შეფასებისას.

მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილი ყოველთვის საქართველოს ინტერესებს დაიცავს.

“დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილი უცხო ძალების გავლენის ქვეშ არასდროს მოექცევა და საქართველოს ინტერესებზე წინ სხვა ქვეყნის ინტერესებს არასდროს დააყენებს”, – აღნიშნა დაჩი ბერაიამ.

ასევე იხილეთ