leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ფაცაცია ვაკისა და ჩუღურეთის რაიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო აგრძელებს რეგულარულ შეხვედრებს აფხაზეთის მოსახლეობასთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხება დევნილთა წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პრიორიტეტებს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა  მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად, ვაკისა და ჩუღურეთის რაიონებში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრებზე, დავით ფაცაციამ დეტალურად ისაუბრა აფხაზეთის მოსახლეობის მხარდაჭერის, დევნილთა საცხოვრებლებში მცირე ფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის, ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის, დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის, აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარების, დევნილთა სამართლებრივი მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში, განხორციელებულ, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

მსგავსი შეხვედრების შედეგად, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის წინაშე არსებული რიგი კრიტიკული საკითხების მოგვარება უკვე შესაძლებელი გახდა და აქტიურად გრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს აფხაზეთელებს, მათი მოთმინებისა და ჩვენი მხარდაჭერისთვის. მათი მადლიერება დამატებით მოტივაციას გვაძლევს უფრო აქტიური მუშაობისთვის და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებასა და გაძლიერებას“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

 

ასევე იხილეთ