leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნიკოლოზ სამხარაძე: როდესაც მეგობარი ქვეყნის პროკურატურიდან მოდის მსგავსი შეტყობინება, ეს უნდა იყოს გათვალისწინებული

“როდესაც მეგობარი ქვეყნის პროკურატურიდან მოდის მსგავსი შეტყობინება, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს გათვალისწინებული, მით უმეტეს, როდესაც ქართული და გერმანული პროკურატურა უკვე დიდი ხანია თანამშრომლობენ სხვადასხვა საკითხზე”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ზურაბ ადეიშვილზე საუბრისას განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე იმედოვნებს, რომ უკრაინა ქართული მხარის ინტერესებს გაგებით მოეკიდება.

„მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვიმედოვნებთ, რომ უკრაინა, როგორც საქართველოს მეგობარი სახელმწიფო, ახლა მაინც გაითვალისწინებს იმ ფაქტორს და იმ უხერხულობას, რომელიც მსგავსი ადამიანების კონკრეტულ სახელმწიფოებრივ თანამდებობებზე დანიშვნას უკავშირდება“, – აღნიშნა სამხარაძემ.

საქართველოს პროკურატურამ გერმანიას და ბელგიას ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მიზნით მიმართა.

 

 

ასევე იხილეთ