სოზარ სუბარი: მიხეილ ყაველაშვილი დაიცავს ქვეყნის ინტერესებს ყველა საერთაშორისო ტრიბუნაზე, არ იქნება არც ერთი ქვეყნის ინტერესების გამტარებელი, როგორც სამწუხაროდ, ასრულებდნენ ჩვენი ბოლო პრეზიდენტები
“პრეზიდენტი დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში. პრეზიდენტის ინსტიტუტმა უნდა შეასრულოს ის უფლება – მოვალეობები, რაც მას კონსტიტუციაში უწერია და არ უნდა გასცდეს კონსტიტუციას. პრეზიდენტი არის სახე ქვეყნის, ქვეყნის წარმომადგენელი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ”, – განაცხადა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
“ის არის წარმომადგენლობითი, მაგრამ არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ის ამ ჩარჩოებს რომ არ გასცდება ეს არის პირველ რიგში გასაკეთებელი და დასაბრუნებელი. ის წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას და ამას მიხეილ ყაველაშვილი შეასრულებს ძალიან ღირსეულად.
დაიცავს ქვეყნის ინტერესებს ყველა საერთაშორისო ტრიბუნაზე, არ იქნება არც ერთი ქვეყნის ინტერესების გამტარებელი, როგორც სამწუხაროდ ასრულებდნენ ჩვენი ბოლო პრეზიდენტები, მინიმუმ ბოლო სამი პრეზიდენტი სწორედ ამას აკეთებდა და ამ მხრივ ყაველაშვილი არის გამორჩეული ფიგურა, რომელიც ამ ღირსეულ ტვირთს აიღებს და ბოლომდე გაიტანს. ზოგჯერ ის, რომ გაუძლო საზოგადოების რაღაც არასწორ მოთხოვნებს, ამასაც არანაკლებ გამბედაობა და ვაჟკაცობა სჭირდება და ეს გამბედაობა და ვაჟკაცობა აქვს სწორედ მიხეილ ყაველაშვილს”, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.