leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოზარ სუბარი ოპოზიციის მიერ მანდატების დატოვებაზე: მინდა, აგენტებისგან გაიწმინდოს საქართველოს პარლამენტი და ქართული პოლიტიკა

“უსამშობლოების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს. რაც ბევრი დაწერს, რაც მალე დაწერენ, მით მალე დავაკმაყოფილებთ მათ მოთხოვნას”,  – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ოპოზიციის მიერ მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სურს, რომ აგენტებისგან გაიწმინდოს საქართველოს პარლამენტი და ქართული პოლიტიკა.

“დღეს ვინც შემოიტანა განცხადება შეგვიწყვიტეთ მანდატებიო, თან წერენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილსო. ეგეც ლეგიტიმაციის აღიარებაა, რომ გაითვალისწინონ შემდეგ განცხადებებში.

ჯერჯერობით ერთმა პოლიტიკურმა ძალამ შემოიტანა მხოლოდ. ველოდებით დანარჩენებსაც. რა თქმა უნდა, რაც მალე გაიწმინდება ასეთი ძალებისგან პოლიტიკური ველი და მათ შორის, საქართველოს პარლამენტი, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის. აგენტები, აგენტ პროვოკატორები და უსამშობლოები არ უნდა განსაზღვრავდნენ ქართულ პოლიტიკას.

გაიწმინდება ველი ასეთი ადამიანებისგან, მოხდება მათი მარგინალიზაცია, გაჩნდებიან ჯანსაღი ძალები და იქნება ჯანსაღი პოლიტიკური დებატები მართლაც ქვეყნის მომავალზე, მის განვითარებაზე ვინ როგორ ფიქრობს. არა ისე, როგორ უკარნახებენ გარედან, არამედ, ვის რა ხედვა აქვს როგორი ქვეყანა უნდა იყოს.

ნაწილი ნამდვილად შემოვა და ამას, პრაქტიკულად ღიად ამბობენ. ნაწილიც ვნახოთ. მე მაინც ველოდები, რომ იქნებ შეასრულონ დაპირება. ძალიან ბევრჯერ თქვეს, რომ არ შემოვალთო და იქნებ, ამ ერთხელ მაინც შეასრულონ დაპირება. მინდა, აგენტებისგან გაიწმინდოს საქართველოს პარლამენტი და აგენტებისგან გაიწმინდოს ქართული პოლიტიკა.

უსამშობლოების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს. რაც ბევრი დაწერს, რაც მალე დაწერენ, მით მალე დავაკმაყოფილებთ მათ მოთხოვნას. ოღონდ გაბედონ და დაწერონ. მხოლოდ სიტყვების იმედად ნუ იქნებიან, ერთხელ რომ თქვეს, იმის იმედად”, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ასევე იხილეთ