leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოზარ სუბარი: მიხეილ ყაველაშვილი იყო პირველი ყველა იმ ბრძოლაში, რომელმაც დიდი როლი შეასრულა საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისა და ეროვნული ღირსებისა და სიამაყის დაბრუნებაში

„მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად შეირჩა, როგორც ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული და ღირსეული წევრი“, – განაცხადა მედიასთან უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილი იყო პირველი ყველა იმ ბრძოლაში, რომელმაც დიდი როლი შეასრულა საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის, ეროვნული ღირსებისა და სიამაყის დაბრუნებისთვის ბრძოლაში.

„მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყინულმჭრელის როლი შეასრულა. ყველგან წინა ფლანგზე იყო, სადაც ეროვნული ღირსებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვის იყო ბრძოლა. ეროვნული ღირსების, ეროვნული სიამაყის გრძნობა ჩვენს ერში ძალიან დათრგუნული იყო და ამას თავისი ისტორია ჰქონდა – გასული საუკუნის 90-იან წლებში გადატანილი უბედურებები, 2008 წლის ომი, მიხეილ სააკაშვილის მმართველობა, როდესაც ადამიანებს ხმის ამოღების ეშინოდათ, რეჟიმის მიერ ქუჩებში ჩაცხრილული უამრავი ახალგაზრდა, ადამიანების სისტემური წამების პრაქტიკა ციხეებში და მრავალი სხვა უბედურება. სწორედ მიხეილ ყაველაშვილი არის ის ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც ყინულმჭრელის როლი შეასრულა ეროვნული ღირსებისა და სიამაყის დაბრუნებისთვის ბრძოლაში.

განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა, რადგან აგენტურა, რომელიც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაშია ჩაბუდებული, ცდილობდა, რომ ჩვენი ქართული, ცოტა ფიცხი ხასიათი გამოეყენებინათ საქართველოს ომში ჩასართავად. „ახლა, როდესაც უკრაინაში ომია, სად ხართ ქართველებო“ – მსგავსი ლოზუნგებით ცდილობდნენ ჩვენი ხალხის ემოციებზე ემოქმედათ, რათა მეორე ფრონტი გახსნილიყო საქართველოში. ამ დროს ეროვნული ინტერესები უკანა პლანზე უნდა ყოფილიყო, რადგან ასეთი მოთხოვნები მოდიოდა ჩვენი ზოგიერთი დასავლელი პარტნიორისგან.

მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად, როგორც ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული და ღირსეული ლიდერი, ისე შეირჩა. გუნდში მხოლოდ „ხალხის ძალას“ არ ვგულისხმობ, აქ შედის ყველა ის ადამიანი, რომელიც 2012 წლიდან დღემდე ბიძინა ივანიშვილის გარშემო გავერთიანდით და ქართულო სახელმწიფო განადგურებას გადავარჩინეთ, რაც აუცილებლად მოხდებოდა, ქვეყანაში იმ უსამშობლოების მმართველობა რომ გაგრძელებულიყო. მიხეილ ყაველაშვილი ამ ბრძოლაში მოწინავე იყო, თუმცა მისი ბრძოლა 2012 წლიდან არ დაწყებულა. ის 2006 წლიდან, როცა გამოჩნდა, თუ საით მიდიოდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება, უკვე აქტიურობდა. მე მას მაშინ პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ხშირად მიკავშირდებოდა შვეიცარიიდან, სადაც ფეხბურთის გუნდის მწვრთნელი იყო და პრაქტიკულად, კვირა არ გავიდოდა ისე, რომ არ გველაპარაკა და თავისი გულის წუხილი არ გაეზიარებინა საქართველოში არსებულ ვითარებაზე. როგორი ღირსეული სპორტსმენიც იყო, ისეთივე ღირსეული პოლიტიკოსია დღეს.

მიხეილ ყაველაშვილი, როგორც სპორტსმენი, იყო თავდამსხმელი და თამაშობდა მუდმივად გარღვევაზე. ახლაც, როცა [ქვეყანა] გარღვევაზეა წასასვლელი, მიხეილ ყაველაშვილისნაირი პოლიტიკოსები გვჭირდება“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ასევე იხილეთ