leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი მამაცაშვილი: მიშა მაგარია!

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატია!

ვულოცავ მასაც, „ქართული ოცნების” მომხრეებსაც და სრულიად საქართველოსაც!

დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მისი კანდიდატურის დასახელებამ. ბევრი გაოცებულია. ზოგიერთი კი – ბოღმას ვერ მალავს.

მე მხარს ვუჭერ მიშას!

და ავხსნი!

მათთვის, – ვისთვისაც წარმოუდგენელია მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობა და მათთვის, – ვისაც, რატომღაც, „უკვირს” ჩემი მისადმი გამოხატული მხარდაჭერა.

ავხსნი ჩემს პოზიციას, რატომ ვუჭერ მხარს და რატომ მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად საპრეზიდენტო კანდიდატად მისი დასახელება.

▪️ჯერ კიდევ სააკაშვილის სისხლიანი პრეზიდენტობის წლებიდან – მიშა ყაველაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დაუფარავად ებრძოდა ნაცისტების რეჟიმს.
ათეულ წელზე მეტია, ღიად არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში და აგერ უკვე, მესამე მოწვევის პარლამენტის დეპუტატიც გახლავთ.
▪️მისი ხისტი (ყველანაირად კარგი და ეროვნული(!) გაგებით!) პოზიციები ნაციონალურ ბანდასთან მიმართებაში არახალია და ყველასთვისაა ცნობილი.
▪️არის პირდაპირი და არანაირი ინტერესების სანაცვლოდ არ გარიგდება მტრულ ძალებთან.
(თუმცა, მტერიც პირობითი ცნებაა დღეს ბევრისთვის – ზოგი როთს მიიჩნევს მეგობრად და ზოგი ბრმისთვის და უმადურისთვის ბიძინა ივანიშვილია ქართული სახელმწიფოს მტერი).
გვაპატიეთ, თუ პიდარ..სტ (!) როთთან ვერ შევა გარიგებაში საქართველოს პრეზიდენტი და ვერ უკმევს გუნდრუკს კრებსით “გიჟიმანტასებს” და “კუილიუსებს”…

🔸ბატონებო, ამერიკის პრეზიდენტი რეიგანი მსახიობი იყო, თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ფეხბურთელი, უკრაინის სულელი და ტუტუცი პრეზიდენტი ზელენსკი – სულაც, სცენის მასხარა, და სხვათაშორის, ფაშისტი ჰიტლერი – უბადლო მხატვარი.

▪️ისე, ერთიცაა: ხვალ-ზეგ საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი გველესიანმა რომ მოისურვოს ქართულ პოლიტიკაში ძალების მოსინჯვა, უნდა დავბლოკოთ?

ან ბუდუ ზივზივაძემ?

სპორტსმენობა დასაძრახია?

ფეხბურთელობა “ტეხავს”?

კახი კალაძეზე შეგნებულად არ ვწერ არაფერს – ბრმებისთვის და უმადურებისთვის აზრი არა აქვს წერას…

რა, „ოცნების” დეპუტატისა და სასახელო ქართველის, ლაშა ტალახაძის მწვრთნელი გიორგი ასანიძე სააკაშვილის პარტიული სიით რომ გახდა დეპუტატი, გააპროტესტეთ ვინმემ და არ მახსოვს?

ნიკუტა გვარამიას და ლიაკა ხოშტარიას ვერ აჯობებს ვინმე ეროვნულ თემებზე მსჯელობისას თუ შარვალჩახდილ გირჩ ზურაბას – გადაწყვეტილების მიღებაში?

🔸არც ვმალავ, – მე ირაკლი ღარიბაშვილს, რატი ბრეგაძეს, კახი კახიშვილს, თეა წულუკიანს და კოკო გამსახურდიას უფრო ვხედავდი ამ მარათონში ჩაბმულს, მაგრამ ჩემი ხედვა და დამოკიდებულება მათ მიმართ სრულებით არ მიშლის ხელს, ტაში დავუკრა მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას!

 

„ქართულ ოცნებაზე” დაბოღმილებმა კი შეგუება ისწავლეთ. შეგუება იმასთან, რომ ქართველი ხალხის არჩევანს ვერ შეეწინააღმდეგებით!

▪️მამუკა ხაზარაძეს, გიორგი გახარიას, გრიშა ვაშაძეს, სალომე ზურაბიშვილს, თამარა ჩერგოლეიშვილს და აგერ, ახლახანს, სოროდან გამომძვრალ ვანო მერაბიშვილს თუ შეადრით ყაველაშვილს, – ვისი აჯობებს, აღარ იკითხოთ…

❗️დიახ, სააკაშვილი სადისტია!

❗️მიშა (ყაველაშვილი) მაგარია!

ასევე იხილეთ