„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის დღევანდელი სტატუსის ირგვლივ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ სპეკულაციებს ეხმიანება და სწორედ მათ პასუხობს, „ვინც დღეს დავალება მიიღო და მამუკა მდინარაძეს “ნაცობას” აბრალებდა“.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, მამუკა მდინარაძე იყო რეჟიმის ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური პატიმარი და საკუთარი მორალით მოქმედებდა მაშინ, როცა რეჟიმი ძალებს იკრებდა და ბევრს ხმის ამოღება ეშინოდა.
„ახლა ცოტა სერიოზულად მინდა ვუპასუხო მათ – ვინც დღეს დავალება მიიღო და მამუკა მდინარაძეს “ნაცობას” აბრალებდა, მათ შორის, გახარიას ვიღაც მორიგი მინიონი, კოალიცია რომ აქვს ოფიციალური რეგიონებში ნაცებთან – მამუკა მდინარაძე იყო რეჟიმის ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური პატიმარი და საკუთარი მორალით მოქმედებდა მაშინ, როცა რეჟიმი ძალებს იკრებდა და ბევრს ხმის ამოღება ეშინოდა.
აი, მაგ დროს, ეს ხალხი რეჟიმის უკანალში იყო შემძვრალი თბილად.
ჰოდა, სანამ ვინმეს ნაცობას დააბრალებთ, მათ შორის, მოღალატე გახარიას ჩინურო დუპლეტებო, გულის ჯიბიდან ნაცებთან შეკრული კოალიციის ბილეთები ამოიძრეთ“, – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.