ნინო წილოსანი ოპოზიციაზე: მანდატების დათმობა, სიების ჩახსნა და ასე შემდეგ, ეს პროცესი უკვე გამოვლილი გვაქვს
“მანდატების დათმობა, სიების ჩახსნა და ასე შემდეგ, ეს პროცესი უკვე გამოვლილი გვაქვს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო მანდატების დათმობის თემის კომენტირებისას.
„არაფერი საინტერესო იმაში არ არის, რომ 2020 წლის სცენარს იმეორებენ – მანდატების დათმობა, სიების ჩახსნა და ასე შემდეგ, ეს პროცესი უკვე გამოვლილი გვაქვს. სწორედაც, რომ პოლიტიკური სტაბილურობიდან გამომდინარე, კანონში გაწერილი არის, რომ მანდატების დათმობის საკითხს წყვეტს 76 დეპუტატი, შესაბამისად „ქართული ოცნება“. ამიტომ მათი ეს ფეხის ბაკუნი შეუძლიათ, რომ მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს მოაჩვენონ რაიმე სერიოზულ ნაბიჯებად“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
მე-11 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის შესვლის საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში ისაუბრა.
მისი განცხადებით, იქნება პარლამენტში ოპოზიცია, თუ არ იქნება, ამას აქვს ზუსტად ერთნაირი, ნულოვანი ფასი.