leaderboard_below_slide
left_sabechdi

თენგიზ შარმანაშვილი: დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელიც დავით კირთაძეს ოფიციალურად შეხვდება, ავლენს სრულ უპატივცემულობას საქართველოს სახელმწიფოს მიმართ

“დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელიც დავით კირთაძეს ოფიციალურად შეხვდება, ამით ავლენს სრულ უპატივცემულობას საქართველოს სახელმწიფოს მიმართ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

როგორც შარმანაშვილმა აღნიშნა, მოუწოდებს დიპლომატიურ კორპუსს, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს.

“ჩვენდა სამწუხაროდ, ესეც არ კეთდება პირველად და მოვუწოდებ დიპლომატიურ კორპუსს, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს ადგილსამყოფელი ქვეყნის პატივისცემის ნიშნად. როდესაც არცერთი შეფასება არ გაგიკეთებია იმ უმსგავსო საქციელის გამო, რაც მან ჩაიდინა და შემდეგ ოფიციალურად იღებ ასეთ ადამიანს, ეს ნიშნავს, რომ მის ასეთ მოქმედებას ამართლებ, რაც ძალიან გულდასაწყვეტია”, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცესკო-ს ოპოზიციური წევრები ევროკავშირის საელჩოში პოლიტიკის, ინფორმაციისა და პრესის განყოფილების უფროსის მოადგილესთან, პიერ სალიერთან და პროექტის მენეჯერ, ანტონიო დალ-ბორგოსთან შეხვედრას მართავენ. მათ შორის, საელჩოში შეხვედრაზე იმყოფება დავით კირთაძე.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ 16 ნოემბრის ინციდენტის გამო, დავით კირთაძეს ოთხი წლის ვადით შეეზღუდება საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობა.

ასევე იხილეთ