დავით მათიკაშვილი: მელია-გვარამიას „ნაცურ“ გაერთიანებას თუ რამე სახელწოდება არ შეესაბამება, ეს არის „ახალი“
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, გვარამია-მელიას გაერთიანებას სახელწოდება „ახალი“ არ შეეფერება, რადგან ისინი ქართულ პოლიტიკაში სიახლეს ვერ შეიტანენ.
„ამ „ნაცურ“ გაერთიანებას თუ რამე არ შეეფერება სახელწოდებას შორის, ალბათ, უპირველესად ეს არის სახელწოდება „ახალი“, რადგან აქ ახალი აბსოლუტურად არაფერი არ არის. ესენი არიან „ნაცი“ სახეები. ცალ-ცალკე „ნაცები“ არიან და როგორ დაიჯერებს საზოგადოება, რომ მათი გაერთიანების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობისგან“ ამ ოდიოზური ფიგურების დისტანცირება მოხდა? არ არის ჩვენი საზოგადოება გამოუცდელი. არ არის მიამიტი. ჩვენ ეს ბევრჯერ გვაქვს ნანახი, იგივე გიორგი ვაშაძის შემთხვევაში.
ეს არის ტყუილი, საზოგადოების თვალის ახვევის მცდელობა. რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოება პასუხს გასცემს 2024 წლის საპარლამენტო არჩევებზე. ეს არის 1-2-3%-იანი ახალი წარმონაქმნები, რომლებიც არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემადგენლობაში და მათი ნდობის ხარისხი ელექტორალური არის ძალზედ დაბალი, ნულთან გათანაბრებული“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ნიკა მელია და ნიკა გვარამია გაერთიანდნენ. მათი გაერთიანების სახელწოდებაა „ახალი“, ხოლო არჩევნებში მონაწილეობას საარჩევნო ნომერი 4-ით მიიღებენ.