ნინო წილოსანი: მიხეილ ყაველაშვილთან ასოცირდება მავნებლური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, მას სამშობლოსთვის არასდროს უღალატია
“მიხეილ ყაველაშვილთან ასოცირდება ამ ქვეყნისთვის და მავნებლური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, მას სამშობლოსთვის არასდროს უღალატია”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილს ყველას მხარდაჭერა აქვს.
“მიხეილ ყაველაშვილს ყველას მხარდაჭერა აქვს. მიხეილ ყაველაშვილთან ასოცირდება მავნებლური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. ის ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანია, რომელსაც პრინციპებისთვის და სამშობლოსთვის არასოდეს უღალატია”, – აღნიშნა წილოსანმა.