ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების მეთაური: უკრაინისთვის შვედური და ფრანგული თვითმფრინავების გადაცემას აზრი არ აქვს
“შვედური და ფრანგული წარმოების გამანადგურებელი თვითმფრინავების გადაცემა უკრაინისთვის ამ ეტაპზე აზრს მოკლებულია”, – განაცხადა ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების მეთაურმა ონო ეიხელსხეიმმა.
“ფრანგული და შვედური გამანადგურებლების გადაცემას აზრი არ აქვს”, – თქვა მან და აღნიშნა, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს, ჯერჯერობით, F-16 ტიპის გამანადგურებლები ჰყოფნით.
ეიხელსხეიმი არ გამორიცხავს, რომ უკრაინას, შესაძლოა, მომავალში გამანადგურებელი თვითმფრინავები დასჭირდეს, თუმცა ის აღნიშნავს, რომ კიევს პილოტები აკლია.
“თქვენ უნდა თავი აარიდოთ იმ სიტუაციას, როცა სისტემები პილოტებზე მეტი გექნებათ”, – დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ ივლისში ნიდერლანდებმა, დანიამ და აშშ-მა უკრაინისთვის F-16 ტიპის თვითმფრინავების გადაცემა დააანონსეს. ამასთან ერთად, ამერიკამ საკუთარი თვითმფრინავების გადაცემაზე უარი განაცხადა, თუმცა დათანხმდა შეთავაზებას, რომ მის მიერ წარმოებული საფრენი აპარატები კიევისთვის სხვებს გადაეცათ.