ევროპარლამენტმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ სავალდებულო ძალის არმქონე რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს 444 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, – წერს “რადიო თავისუფლების” ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ X-ში.
“ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით სავალდებულო ძალის არმქონე რეზოლუცია მიიღო, რომელიც საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და იმავეს მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას. ის ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის”, – წერს იოზვიაკი.