პარლამენტმა საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, 84 ხმით ერთხმად, ნდობა გამოუცხადა.
მთავრობა შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდა:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – ალექსანდრე წულაძე;
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით სონღულაშვილი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
საქართველოს თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი;
საქართველოს იუსტიციის მინისტრი – ანრი ოხანაშვილი;
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი – თინათინ რუხაძე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – მიხეილ სარჯველაძე;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – მაკა ბოჭორიშვილი;
საქართველოს ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი;
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.