leaderboard_below_slide
left_sabechdi

დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციას ამომრჩეველმა ხმა მისცა პარლამენტში შესვლისთვის, თუმცა კარვის გავლით ქვეყნის გარეთ დადიან და იქ ეძებენ ხსნას

“ოპოზიციას ამომრჩეველმა ხმა მისცა პარლამენტში შესვლისთვის, თუმცა კარვის გავლით ქვეყნის გარეთ დადიან და იქ ეძებენ ხსნას”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ხუნდაძის თქმით, ისინი საკუთარ დანაშაულს ვერ გრძნობენ.

„მათი პრობლემა არის ის, რომ საკუთარ დანაშაულს ვერ გრძნობენ, ვერც წარსულს და ვერც საარჩევნოდ ჩადენილს. დანაშაულს მუდმივად სხვაში ეძებენ და არა საკუთარ თავში. უკვე საკუთარ ამომრჩეველს აკრიტიკებენ, თუმცა ისინიც „გადააგდეს“. მათ ამომრჩეველმა ხმა მისცა პარლამენტში შესვლისთვის, თუმცა კარვის გავლით ქვეყნის გარეთ დადიან და იქ ეძებენ ხსნას. არადა, ხელისუფლების წყარო ხალხია. ხალხს უნდა სცენ პატივი და საკუთარი დანაშაული აღიარონ. გზააბნეულები არიან, არ იციან, რა გააკეთონ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე იხილეთ