leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: ნაცები ლგბტ პროპაგანდის თემის გადასაფარად ფასების ზრდაზე ლაპარაკობენ, მათ დროს კი ინფლაცია იყო 8.4%

„ლგბტ პროპაგანდა კარგია თუ ცუდი – უმრავლესობა მათგანს ვერ ვათქმევინეთ, ზოგმა გააკრიტიკა, მაგალითად გრიგოლ გეგელიამ გაბედა და ხაზარაძის პოზიცია დააფიქსირა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ თემის გადასაფარად მათ გამოიგონეს ახალი კამპანია ფასების ზრდასთან დაკავშირებით.

„გეგელიამ მშვენივრად მოახერხა უმკაცრესი ტონით გაკრიტიკება იმ მიდგომის, რომ დედა დედაა და მამა – მამა და ცუდი ეპითეტები გამოიყენა ამ მიდგომის გასალანძღად. საერთოდ არ არიან ჩუმად, აქეთ პრაიდი გამოიყვანეს, რომელიც აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ორგანიზატორი ყოფილა შარშანდელი საუკუნის აფიორის, სადაც ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი რუსულად შერაცხეს. დღესაც რუსულ კანონს უწოდებენ სხვათა შორის. ლგბტ პროპაგანდა კარგია თუ ცუდი – უმრავლესობა მათგანს ვერ ვათქმევინეთ, ზოგმა გააკრიტიკა, მაგალითად გეგელიამ გაბედა და ხაზარაძის პოზიცია დააფიქსირა. მათ გამოიგონეს როზნერის დავალებით ახალი კამპანია ფასების ზრდასთან დაკავშირებით. ფასები ყველას აწუხებს, მაგრამ საქართველომ მოახერხა დასტაბილურება იმგვარად, რომ ამ თვეში ინფლაცია 0 გვაქვს. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი იყო 6%. ნაცების დროს კი იყო – 8.4%. არ დაგავიწყდეთ ეს იმ ფონზე, როდესაც გადავიარეთ ორი კრიზისი, იმ ფონზე, როდესაც რეგიონში არის 2 ომი და კოვიდპანდემია გვქონდა 3 წლის განმავლობაში. ასეთ რთულ პერიოდშიც კი შევძელით, რომ საბოლოო წლიური ინფლაცია ყოფილიყო 6%. ნაცები კი, რომლებიც ამაზე ლაპარაკობენ როზნერის დავალებით და ლგბტ პროპაგანდის თემის გადასაფარად, თურმე მათ დროს ინფლაცია იყო 8.4% და ასეთი გამოწვევები მათ დროს არ ყოფილა“, – აღნიშნა მდინარაძემ.

 

ასევე იხილეთ