leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: სულ ასე ემთხვევა, დაიძაბება საქართველოში სიტუაცია და იმ წუთში ვხედავთ სხვადასხვა რუსი ლიდერების განცხადებებს, ახლა მთლად პუტინის განცხადება დაემთხვა

„სულ ასე ემთხვევა, დაიძაბება საქართველოში სიტუაცია და იმ წუთში ვხედავთ სხვადასხვა რუსი ლიდერების განცხადებებს, ახლა მთლად პუტინის განცხადება დაემთხვა. როდინდელია ეს განცხადება, ისიც არ ვიცით”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ კითხვაზე, რომლის თანახმადაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ „ქართული ოცნების“ განცხადების შემდეგ პუტინმა მოიწონა ეს ყველაფერი.

„ყოველთვის ასე ხდება, ამის წინ ლავროვის განცხადება ერთი-ერთში ყველაზე დაძაბულ მომენტს დაემთხვა. ახლა რაღაც განცხადება გავაკეთეთ, ამათ გამოაგდეს პუტინის განცხადება. სულ ასეა.

ერთი ცხელი დღე იყო, გავრილოვი მოძებნეს რაღაცა მოვლენიდან სამ წუთში. მეორე ამბავი იყო საერთოდ ნოდარ მელაძემ ფსბ- დან საბუთები გვაქვსო, მესამე ცხელი დღე იყო და ლავროვმა განცხადება გააკეთა, მეოთხე ცხელი დღე იყო პესკოვმა განცხადება გააკეთა, მეხუთე ცხელი დღე იყო და სიმონიამა გააკეთა განცხადება, დღეს ახლა მთლად პუტინმა გააკეთა და რანაირი დამთხვევებია.

როცა სიმშვიდე და სიწყნარეა, კაციშვილი არანაირ განცხადებას არ აკეთებს. რომ გამოხტებიან ხოლმე და მაინცდამაინც ეს ოკუპანტი ქვეყნის ლიდერები ამ დღეებში აკეთებენ განცხადებებს, რანაირი დამთხვევებია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ