თამთა მეგრელიშვილი: ქართული სახელმწიფო იცავს სამართლის ყველა მნიშვნელოვან დანაწესსა და პრინციპს და ძალიან გთხოვთ, ამ პრინციპებთან ორმაგი სტანდარტი ყველამ თავისთვის შეინახოს
„სინამდვილეში უშინაარსო აქციაზე მდგომი ადამიანებისთვის ჯო ბაიდენისა და ნიუ-იორკის მერის სიტყვები საზეპიროა!“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი და აშშ-ის პრეზიდენტისა და ნიუ-ორკის მერის განცხადებას, დემოკრატიის არსის მნიშვნელობაზე ეხმიანება.
„ჯო ბაიდენი – „ძალადობრივი პროტესტი არ არის დაცული, მშვიდობიანი პროტესტია დაცული, ქონების განადგურება, ვანდალიზმი, ფანჯრების ჩამსხვრევა, ეს არ არის მშვიდობიანი პროტესტი“.
ჯო ბაიდენი – „ჩვენ არ ვართ ავტორიტარული სახელმწიფო, სადაც ხალხს ვაჩუმებთ ან სხვაგვარად მოაზროვნეებს ვდევნით, მაგრამ წესრიგი უნდა ბატონობდეს!“
ნიუ-იორკის მერი – „დემოკრატია ნიშნავს პროტესტის უფლებას და არა ძალადობისა და ქონების განადგურების უფლებას…“
ქართული სახელმწიფო, როგორც სამართლებრივი სახელმწიფო, იცავს მოქალაქეს მათ შორის პროტესტის გამოხატვისას, იცავს სამართლის ყველა მნიშვნელოვან დანაწესსა და პრინციპს მათ შორის მაშინ როცა პროტესტი სცდება გამოხატვის სამართლით დადგენილ ნორმებსა და ფორმებს და ძალიან გთხოვთ, ამ პრინციპებთან ორმაგი სტანდარტი ყველამ თავისთვის შეინახოს.
მინაწერი: სინამდვილეში უშინაარსო აქციაზე მდგომი ადამიანებისთვის ჯო ბაიდენისა და ნიუ-იორკის მერის სიტყვები საზეპიროა!“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.