ლევან მახაშვილი: ძალადობის ნაწილი ჩვენთვისაც მიუღებელია, დარწმუნებული ვართ, რომ ყველაფერს სათანადო პასუხი გაეცემა
“ძალადობის ნაწილი ჩვენთვისაც მიუღებელია, დარწმუნებული ვართ, რომ ყველაფერს სათანადო პასუხი გაეცემა”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
“რა თქმა უნდა, ძალადობის ნაწილი ჩვენთვისაც მიუღებელია, ძალადობას ვგმობთ. მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩარჩოდან გასვლის გამო, შესაბამისს უწყებას შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა მოუწია. დაწყებულია გამოძიებაც. დარწმუნებული ვართ, რომ ყველაფერს სათანადო პასუხი გაეცემა. ყველას მოვუწოდებთ, რომ მშვიდობიანი გამოხატვის ფარგლებში დარჩნენ”, – აღნიშნა მახაშვილმა.