leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე რადიკალებზე: ისევე, როგორც „გამჭვირვალობის კანონის“ შემთხვევაში ჩავუშალეთ შემოდგომის გეგმები, ამ შემთხვევაშიც ვიცილებთ ყველა გაზაფხულისა და შემოდგომის არეულობებს, მათ შორის, პირველ რიგში, 16 დეკემბრიდან ახალ წლამდე არეულობას ვიცილებთ თავიდან

“16 დეკემბერს უნდა მომხდარიყო არეულობა იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო და მას უარი უთხრა მოლაპარაკებაზე ევროსაბჭომ და ევროკომისიამ. ეს გეგმები ჩავუშალეთ და ეს მთავარი ბერკეტი წავართვით მათ – ეს პასუხი ჩვენს იმ მომხრეებს კითხვაზე, რად გინდოდათ ახლა და რაღა მაინცდამაინც ახლა, მაშინ, როდესაც ყველაფერი ჩაცხრა და ვნებათაღელვა აღარ არსებობდა ჩვენს საზოგადოებაში”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძემ განმარტა, ისევე, როგორც „გამჭვირვალობის კანონის“ გაპროტესტებით ჩაიშალა რადიკალური ოპოზიციის შემოდგომის გეგმები, ამ შემთხვევაშიც, ყოველი მომდევნო შემოდგომისა და გაზაფხულის არეულობის გეგმები ეშლებათ, პირველ რიგში კი – 16 დეკემბერს დაგეგმილი არეულობის გეგმები.

“ისევე როგორც „გამჭვირვალობის კანონის“ შემთხვევაში, ჩვენ ჩავუშალეთ შემოდგომის გეგმები მათ, ამ და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, ისინი ცდილობდნენ საარჩევნოდ შემოენახათ ენერგია. მათ ერთი მხრივ ვერ შეძლეს ქართული საქმისათვის ხელის შეშლა გაზაფხულზე და მეორე მხრივ, გამოეცალათ მთლიანი ენერგია, რაც არჩევნებისათვის უნდა დაეხარჯათ და არჩევნების საბოტაჟი ამით განეხორციელებინათ. ამიტომ იყო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავიდან აიცილა არეულობა და ქაოსი არჩევნების პერიოდში ქვეყანაში და მეორე მხრივ, გამჭვირვალობის ქართული კანონი მიიღო.

ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ამ გადაწყვეტილებით ვიცილებთ ყველა გაზაფხულისა და შემოდგომის არეულობებს მათ შორის, პირველ რიგში, ჩვენ 16 დეკემბრიდან მოყოლებული ახალ წლამდე არეულობას ვიცილებთ თავიდან. ახლა ეს ჩაცხრება დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ ამ ჩვენს ნალაპარაკევს ბევრი ადამიანი მოისმენს და ბევრი მიხვდება, რამდენად მყარ სიმართლეს ვამბობთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ