leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: თუ მოლაპარაკების გახსნა უნდათ, გახსნან, მოვაწერთ ხელს. ჩვენი მხრიდან არ იქნება ხვეწნა-მუდარა, ეროვნული თავმოყვარეობის ამბავია

„თუ მოლაპარაკების გახსნა უნდათ, გახსნან, მოვაწერთ ხელს. ჩვენი მხრიდან არ იქნება ხვეწნა-მუდარა, ეროვნული თავმოყვარეობის ამბავია ბოლო-ბოლო, თან შენ უნდა ეხვეწო, თან იმან თითი უნდა გიქნიოს – რომ ახლა არ ვხსნი, ყველა ჯერზე წელიწადში 2-ჯერ მინიმუმ, ახლა დეკემბერში, გაისად გაზაფხულზე, გაისად შემოდგომაზე, ყველა ჯერზე ექნებათ ქვეყნის ამოტრიალების და ხელისუფლების გადაგდების მცდელობა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა სიმართლე, რომ ისინი უარს კი არ ამბობენ, არამედ ისინი არ შევლენ ინიციატივით და თუ ვინმეს რამე უნდა მოსთხოვონ, ევროკავშირის ელჩს, რომელმაც სამწუხაროდ, არასწორი ინფორმაცია გაავრცელა რადიკალური ოპოზიციის აგენტურის კვალდაკვალ.

„ყველა გაზაფხულზე და შემოდგომაზე ამ ქვეყანაში უნდა იყოს ტურბულენტობა, ინვესტიცია არ უნდა შემოვიდეს, ქვეყანა უნდა აირიოს, მიტინგები, ძალადობები, ყველა ჯერზე ვიღაცა რაღაცას ვერ მოითმენს, ვიღაცა გადააჭარბებს, ვიღაც არ გადააჭარბებს, რაღაც ძალადობის სცენები იქნება, ვიღაცას თავი გაუტყდება, აქეთ პოლიციელს, იქეთ მომიტინგეს, იქეთ ჟურნალისტს. ყველა ჯერზე უნდა ვიყოთ ამ მარაზმში და ჩვენ ვამბობთ, მოდი, ახლა გადავიაროთ ერთხელაც ეს მარაზმი, მაგრამ მომდევნო 4 წელი, 16 დეკემბრიდან დაწყებული ამ საკითხს ვეღარავინ ვეღარ დაუბრუნდება. იმიტომ რომ, გაირკვევა სიმართლე და ერთხელ და სამუდამოდ, ცოტა გავიჭირვოთ ახლა, გავარკვიოთ ეს სიმართლე, უარს კი არ ვამბობთ, ჩვენ არ შევალთ ინიციატივით, წინადადებით, თუ ვინმეს რამე უნდა, ადგნენ ახლა და მოსთხოვონ ევროკავშირის ელჩს, რომელმაც, სამწუხაროდ, არასწორი ინფორმაცია გაავრცელა რადიკალური ოპოზიციის აგენტურის კვალდაკვალ, რომ გახსნან მოლაპარაკებები, თუ ამის საფუძველი სჭირდებათ, თუ სხვას უხსნიან მოლაპარაკებებს, გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ სხვაზე წინ ვართ ყველა კრიტერიუმით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ