leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ აზერბაიჯანში ჰეიდარ ალიევის საფლავი ყვავილებით შეამკო

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ  აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ზურაბ პატარაძესთან ერთად, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის საფლავი ყვავილებით შეამკო.

დელეგაციის წევრები  ასევე იმყოფებოდნენ „შეჰიდთა ხეივანში“, სადაც საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ხელმძღვანელობს, არიან კომიტეტის წევრები: გიორგი სოსიაშვილი და როსტომ ჩხეიძე.

 

ასევე იხილეთ