leaderboard_below_slide
left_sabechdi

სვიმონ ჯანგულაშვილი: არ მწამს, არ მჯერა, არ მივიღებ გვარამიას, ბოკერიას, უგულავას, კეზერაშვილის, ხოშტარიას, ჯაფარიძის, ბუღაძეებისა და უშიკიშვილის „პრო-ევროპულობას”

საზოგადოება ,, ქართულის ” თანადამფუძნებელი, დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი მიმდინარე მოვლენებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება.

,,სასტიკად მიუღებელია, არასწორია, ვგმობ და ვემიჯნები ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას, ძალის გადამეტებას, ძალადობაზე არა-პროპორციულ პასუხს, ხალხის ქუჩაში და აფთიაქებში დევნას, მედიის წარმომადგენლებზე ძალადობასა და მსგავს დანაშაულებრივ ქმედებებს… საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. საქართველო მუდამ იქნება საქართველო… არ მწამს, არ მჯერა, არ მივიღებ გვარამიას, ბოკერიას, უგულავას, კეზერაშვილის, ხოშტარიას, ჯაფარიძის, ბუღაძეებისა და უშიკიშვილის „პრო-ევროპულობას“… და თქვენს ისტერიკას ვუპასუხებ ნიკა გვარამიას ტექსტით, მაშინ, როდესაც ის ამერიკის და გერმანიის ელჩებს ლანძღავდა – „ნუ გამოგყავთ დასავლელი პოლიტიკოსებისაგან წმინდა ძროხები”…

არავინ, „ალტინფოსა” და მსგავსი რადიკალების გარდა არ უპირისპირდება და არ უარყოფს საქართველოს ევროპულ ორიენტაციას და ევრო-ინტეგრაციას! 2030 წლამდე არავის არ მიგიღებთო. მოლაპარაკებები სერბეთს და მონტენეგროს 2012 წლიდან აქვთ, თურქეთს – 2005 წლიდან… ეს ჩვენი ხელისუფლება ამბობს, გახსნანო მოლაპარაკებებიო და დავიწყებთო. ჩვენი მხრიდან 2028-მე არ გავხსნითო… ასოცირების ხელშეკრულებას ვასრულებთ და ევროპული კურსის ერთგულნი ვართო… გასაგებია, რომ თქვენ არ გჯერათ და ჩვენ გვჯერა ამისი. გასაგებია, რომ ამ რწმენის გამო გეზიზღებით და გვანადგურებთ… რწმენის სახელით აგრესია და განადგურება არის სექტანტობა, რადიკალიზმი და ფანატიზმი… და მშვიდობაში მოგახმაროთ ღმერთმა! თქვენი ბულინგი, თქვენი ისტერია, ბევრი ჩემი კოლეგა-ხელოვანის ყალბი და უნიჭო პათეტიკა და ისტერიკა, თქვენგან ლანძღვა-გინება და დამცირება კი, ჩემი შესაძინებელი და დიდებაა…”, – წერს ჯანგულაშვილი.

ასევე იხილეთ