leaderboard_below_slide
left_sabechdi

დმიტრო კულება: თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება, ომს წავაგებთ

თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება, ომს წავაგებთ, – განაცხადა უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბრიტანულ გაზეთ Financial Times-სთან ინტერვიუში.

„გვაქვს თუ არა დღეს საშუალებები და ინსტრუმენტები, რომ შევცვალოთ ვითარება და შევცვალოთ მოვლენების ტრაექტორია? არა, არ გვაქვს. და თუ ასე გაგრძელდა, ომს წავაგებთ“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.

„მართალია, ბრძოლის ველზე ყველაფერი ცუდად გამოიყურება. მაგრამ ყველაფერი კიდევ უფრო უარესად გამოიყურებოდა 2022 წლის პირველ თვეებში“, – განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.

კულება ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინას გაუმართლა, რომ ჯო ბაიდენი 2022 წელს აშშ-ის პრეზიდენტი იყო.

„სხვა რომ ყოფილიყო [აშშ-ის პრეზიდენტი], [სიტუაცია] ჩვენთვის ბევრად უარესი იქნებოდა. ჯო ბაიდენის გულში უკრაინისათვის ადგილი არის. მაგრამ მისი გონება ჩამოყალიბდა ცივი ომის პერიოდის ლოგიკით“, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ