გიორგი გაბუნია პოლიციელებზე: ისინი იცავენ არა მარტო პარლამენტის შენობას, არამედ იცავენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტსა და ქვეყნის დამოუკიდებლობას
„მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო შსს თითოეულ თანამშრომელს იმ უმძიმესი შეურაცხყოფისა და იმ სიძულვილი ენის გამო, რომელსაც ორი დღეა ვისმენთ და ვუყურებთ ტელეეთერებით”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი გაბუნიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„მინდა გამძლეობა ვუსურვო მათ და ვთქვა, რომ ისინი იცავენ არა მარტო პარლამენტის შენობას, არამედ იცავენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტსა და ქვეყნის დამოუკიდებლობას. მინდა ასევე მწუხარება გამოვთქვა ჟურნალისტების დაშავების გამო და არა მარტო ჟურნალისტების, თითოეული მოქალაქის, ისინი ჩვენი დები და ძმები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, ჩვენ არავის დაშავება და დაზიანება არ გვიხარია“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.