ჩიტაძის ქუჩით ევროპაში ვერ მოხვდები, ჩიტაძის ქუჩაზე რაც ხდება, ეს არის რუსეთის გზა, ეს არის სალომე ზურაბიშვილის ევროპა, – განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“, რითაც პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„მაინტერესებს, რა უნდათ იქ, თავისუფლება, ევროპა, წინსვლა, თუ განვითარება? ცარიელ შენობას რატომ უტევ?! ვინ გიშლის ხელს, გამოდი, გააპროტესტე, ერთი კაცი არ გამოსულა, ერთი აზრი არ უთქვამთ. ეს ადამიანები ყველანი შემოუბრუნდებიან იმათ, ვინც იქ მიიყვანა. ტყუილზე აგებული ყველაფერი საპნის ბუშტივით სკდება“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გადაკეტილია საავტომობილო გზა.