თეა წულუკიანი: არ არსებობს არავითარი ოთხიანი, არავითარი ხუთიანი, არავითარი „ლელო“, ეს არის ერთი დიდი “ნაციონალური მოძრაობა”
ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოში მოქმედი ოპოზიციური ძალები “ნაიონალური მოძრაობის” ინტერესებს ატარებენ.
“არ არსებობს არავითარი ოთხიანი, არავითარი ხუთიანი, არავითარი „ლელო“, ეს არის ერთი დიდი „ნაციონალური მოძრაობა. ასეთი ადამიანები, მით უმეტეს ნიკა გვარამია, რომელიც ქართული სასამართლოს მიერ კრიმინალად არის უკვე კანონის საფუძველზე ცნობილი, დღეს ცდილობენ დაარწმუნონ ამომრჩევლები, რომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება კარგი აზრია. ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ დღეს არ არსებობს არავითარი ოთხიანი, არავითარი ხუთიანი, არავითარი „ლელო“.
ეს არის ერთი დიდი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სხვადასხვა სახით ცდილობს ჩვენი ამომრჩევლების ზოგიერთი წარმომადგენლის მორიგჯერ შეცდომაში შეყვანას, მაგრამ იმდენად დიდი იყო ტრაგედიები მათი მმართველობის პირობებში, რომ ალბათ, ასეთ შეცდომას ჩვენი ამომრჩეველი აღარ დაუშვებს“, – განაცხადა წულუკიანმა.