დიმიტრი ხუნდაძე: მიუხედავად დესტრუქციული ძალების გააქტიურებისა, რომ საქართველოში „მაიდანი“ შედგეს, ამას ხელისუფლება არ დაუშვებს!
„ყველა უკანონო მცდელობა იქნება პასუხგაცემული და უმკაცრესად დასჯილი! ქაოსი და თავნებობა საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესში არ შედის“, – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და დასძენს, რომ მორჩილ საქართველოს ვერავინ იხილავს.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ამომრჩეველს დაჰპირდა მშვიდობას, სტაბილურობას და ღირსეულად ევროპული გზის გავლას, რაც აუცილებლად შესრულდება.
„მიუხედავად დესტრუქციული ძალების გააქტიურებისა, რომ საქართველოში „მაიდანი“ შედგეს, ამას ხელისუფლება არ დაუშვებს!
ყველა უკანონო მცდელობა იქნება პასუხგაცემული და უმკაცრესად დასჯილი! ქაოსი და თავნებობა საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესში არ შედის.
„მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, პოლიციელების ბულინგი და შეურაცხყოფა ვერასოდეს გახდება გამოხატვის თავისუფლების საუკეთესო სტანდარტი.
სახელმწიფოს სიძლიერე კანონის უზენაესობასა და საზოგადოების პასუხისმგებლობაზე გადის. სწორედ ამის გარანტი იქნება „ქართული ოცნების“ გუნდი და მისი თითოეული წარმომადგენელი.
მორჩილ საქართველოს ვერავინ იხილავს!
ჩვენ ამომრჩეველს დავპირდით მშვიდობას, სტაბილურობას და ღირსეულად ჭეშმარიტი ევროპული გზის გავლას, რაც აუცილებლად იქნება შესრულებული!“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.