leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოში ვიზიტით იტალიის თავდაცვის ძალების მეთაური იმყოფება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იტალიის თავდაცვის ძალების მეთაური, ადმირალი ჯუზეპე კავო დრაგონე იმყოფება. იტალიელ ადმირალს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა უმასპინძლა. მან იტალიის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის პროცესში, იტალიის, როგორც მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორის როლი აღნიშნა.

ადმირალ ჯუზეპე კავო დრაგონეს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მასპინძლობს. ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, ქართველმა და იტალიელმა კოლეგებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და პერსპექტივები განიხილეს. გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელსაც გენერალური შტაბისა და იტალიის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ, მხარეებმა მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში ერთობლივ მონაწილეობაზე, NATO-საქართველოს თანამშრომლობაზე, ასევე, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

ვიზიტის დასასრულს, იტალიის თავდაცვის ძალების მეთაურმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 

ასევე იხილეთ