leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნინო ჯღარკავა: მე ბოლომდე ვუჭერ მხარს ჩემს მიერ არჩეულ ხელისუფლებას, არასდროს არ გავემიჯნები მათ გადაწყვეტილებებს

“მე ნინო ჯღარკავა, ჟურნალისტი, რომელიც ვებრძოდი სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს და უკან არასდროს დამიხევია,  ვებრძოდი და ვგმობდი ყოველგვარ ძალადობას ,მუდამ ვიყავი სოლიდარული კოლეგების მიმართ, რაც არ მიგრძვნია არასდროს ოპონენტებისგან!”, – ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს.

“მე ბოლომდე ვუჭერ მხარს ჩემს მიერ არჩეულ ხელისუფლებას ,არასდროს არ გავემიჯნები მათ გადაწყვეტილებებს, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიდგები ქართული ოცნების გვერდით და არ დავუშვებ სახელმწიფო გადატრიალებას, ჩემო მეგობრებო, ჩემო თანამოაზრეებო, ახლა გადამწყვეტი წუთებია ,ბევრმა გვიღალატა, ყველა ისედაც ვიცოდით და არ გამკვირვებია, ამას ვაფრთხილდები მე ჩემს მთავრობას როცა ვინმეს ვაკრიტიკებდი, მაინც არავინ დამიჯერა და მოხდა ის ღალატიც!

ჩვენ არავის და არაფრის არ გვეშინია, არანაირი ბენეფიტები მე არ მაქვს რომ ამის სანაცვლად ვაკეთებდე მე ამას, მე ვარ გულწრფელი ,მართალი და ვდგავარ სიმართლის გვერდით, მე მჯერა ბიძინა ივანიშვილის და მის გვერდით ვიდგები მუდამ”,– აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ