leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი მამაცაშვილი: მათ მართლა არაფერი აქვთ დასაკარგი!

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„როგორც ეს ზომბირებული აქტივისტები იქცევიან, ამაზრზენია!

პოლიციელებზე უნდათ ჯოხის გადატეხვა და უსამშობლო მანქურთების მიერ გაფუჭებულს ისევ სხვებს „ტენიან”!ესეიგი, რა გამოდის?

🔹პოლიციელებმა დედის და ოჯახის გინება უნდა აიტანონ!

🔹ქვის სროლა უნდა აიტანონ!

🔹”მოლოტოვის კოქტეილის” სროლა უნდა აიტანონ!

🔹ცეცხლის კერები შუა პროსპექრზე უნდა ავიტანოთ!

🔹”ბოზებოს” და “რუსებოს” ყვირილი უნდა აიტანონ!

🔹ყველანაირი შეურაცხყოფა უნდა აიტანონ!

ამასობაში ლომჯარიამ, გახარიამ, გვარამიამ, ხაზარაძემ, ხოშტარიამ, გირჩმა, ხაბეიშვილმა, ელისაშვილმა, ვაშაძემ, უგულავამ და მათნაირმა რამდენიმე ნაძირალამ რიგითი, გულწრფელი (თუნდაც, პოზიციურად არ ვეთანხმებოდე), თუნდაც შემცდომაში შეყვანილი ადამიანების სისხლისა და ემოციების ხარჯზე მუცლები უნდა ამოიყორონ, რესტორნებში თბილი ჩაი არ მოიკლონ, “მაიდნის” სცენარები წერონ, საზარბაზნე ხორცად გაიმეტონ ახალგაზრდები, ჟურნალისტები გადააჯიშონ და პოლიტიკურ მხარეებად აქციონ, ქვეყნის რყევის გეგმები სისრულეში მოიყვანონ და…

და წყლის ჭავლი გახდა პრობლემა?

პოლიციელების მიმართ გამოვლენილ ძალადობას(!) ვერ ვხედავთ თუ როგორაა საქმე?

კარგად გადაახვიეთ ვიდეოკადრები და ნახეთ – პოლიციელებს როგორ იწვევენ…

▪️ “ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვსო” – ჭიჭემ განაცხადა.

ცხადია.

მათ არაფერი აქვთ დასაკარგი!

არც სახელი, არც ღირსება!

ჩვენ კი – ქვეყანას ვკარგავთ ამ მანქურთების შემხედვარე!

სამშობლოს ვკარგავთ ამ უსამშობლოების გადამკიდე და ერთმანეთს ვკარგავთ, რაც მთავარია!

დიახ, სვავები არიან და ასე, სვავებივით ექცევიან საკუთარ ხალხს!

P.S.

არ ამოასუნთქეს ეს ქვეყანა და ამოუვა ერთხელაც ხალხს ყელში ამდენი აგრესია და მერე უფრო ხმამაღლა იტყვის გვარამია – “მძ…ში ვართო!”…

რაც იცის, იცის…

ასევე იხილეთ