ირმა ჭკადუა: ადამიანები, რომლების ეჯიბრებოდნენ ზურაბიშვილის ლანძღვაში, დღეს ეს ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან მის აღიარებაში
„ადამიანები, რომლების ზურაბიშვილს ეჯიბრებოდნენ ლანძღვაში, დღეს ერთმანეთს ეჯიბრებიან მის აღიარებაში”, – განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ძალიან მიმძიმს, ვუყურებდე იმ ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რომელი უფრო მეტ შეურაცხყოფას მიაყენებდა ქალბატონ სალომეს. ეს იყო ძალიან მძიმე მოსასმენი და მაშინ თითოეული ჩვენგანი ვიყავით თანაზიარი ქალბატონი სალომესი. ამბობდნენ, რომ ის იყო რუსეთის აგენტი და დღეს დგანან ზურაბიშვილის გვერდით, მას იცავენ და აღიარებენ როგორც ინსტიტუტს“, – აღნიშნა ჭკადუამ.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი დღეს მძიმე მდგომარეობაშია, რადგან ის წავიდა მისი ამომრჩევლის წინააღმდეგ.
„დღეს სალომე ზურაბიშვილი დადგა იმ მხარეს, რომელ მხარესთან წინააღმდეგობაში მოდიოდა მისი ყველა მოქმედება. ადამიანები, რომლების ზურაბიშვილს ეჯიბრებოდნენ ლანძღვაში, დღეს ერთმანეთს ეჯიბრებიან მის აღიარებაში“, – აღნიშნა ჭკადუამ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ „არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს, ინაუგურაცია ვერ იქნება და ჩემი მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი“.