leaderboard_below_slide
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: ადრე ძალიან უხეში იყო, მინისტრებს რომ დაიბარებდა და საფერფლეს გაუქანებდა, არც ერთი არ იძვროდა ადგილიდან, ისხდნენ აეგრე თავჩაღუნულები

ადრე ძალიან უხეში იყო, მინისტრებს რო დაიბარებდა და საფერფლეს გაუქანებდა, არც ერთი არ იძვროდა ადგილიდან, ისხდნენ აეგრე თავჩაღუნულები, ვისაც მოხვდებოდა – მოხვდებოდა. ყველანი ფიქრობდნენ, რო საფერფლე დაიმსახურეს“, – ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

თოვლზე მიფსმული!

რა, თქვენ ვერ ამჩნევთ, თოვლზე მიფსმულს რო დაემსგავსა? მის ცხოვრებაში ახლა ნაზი ფერები სჭარბობს – თეთრი, ყვითელი, ცისფერი.

არადა, წინა ცხოვრებაში, როცა ზემოთ იყო ახვეტილი, მუქი ფერები უყვარდა – შავი, ყავისფერი, სისხლისფერი.

ადრე ძალიან უხეში იყო, მინისტრებს რო დაიბარებდა და საფერფლეს გაუქანებდა, არც ერთი არ იძვროდა ადგილიდან, ისხდნენ აეგრე თავჩაღუნულები, ვისაც მოხვდებოდა – მოხვდებოდა. ყველანი ფიქრობდნენ, რო საფერფლე დაიმსახურეს.

ქალები?

ქალებთანაც უხეშობდა – ზოგს ძუძუებს აჭამდა, ზოგს კიდე პირდაპირ ლაჯზე ხევდა!

ჩაიყვანდა თავის ჰარამხანას ბობოყვათის რეზიდენციაში, მოაწყობდა ორგიას, ჩააქრობინებდა შუქსა და ვინ ვის რას აჭამდა, აღარ გაიგებოდა.

არც არაფერს ვიგონებ, არც არაფერს ვაჭარბებ, აგერ არიან ბობოყვათლები და თვითონ თქვან, ძილი და მოსვენება რო ჰქონდათ დაკარგული ამ თოვლზე მიფსმულის მიერ გამართული კვირეულების გამო.

მერე კიდე… როცა გამოფხიზლდებოდა, იმის შიშით, ძუძუმოჭმულებმა და ლაჯზეახეულებმა ორგიის ამბები არ გამიბაზრონო, მაგათთვის ხან ბინებს ყიდულობდა, ხან მანქნებსა თუ ოქროულობას. ყიდულობდა რა, დაურეკავდა ბიზნესმენ იმანო ამანოშვილს, ბინაც ეგრევე მზად იყო და მანქნის გასაღებიც სტოლზე იდო. ერთხელ ერთმა გავლენიანმა ბიზნესმენმა შეჰკადრა, ძუძუმოჭმულებისთვის და ლაჯზე ახეულებისთვის ბინების ყიდვით დავიღალე, თავი დამანებეო. იმ ბიზნესმენს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდა. ოქროულობაზე არავის აწუხებდა, ხან თავისი ფონდიდან ყიდულობდა, ხან კიდე დაცვის სამსახურს ავალებდა, რომლის ყოფილი უმფროსიცახლა სასამართლოში დადის და ამტკიცებს, ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი გახლავართო. პრინციპში, მაგ საცოდავსაც რა უნდა ექნა, ბრძანების შეუსრულებლობისთვის იმასვე დამართებდა, რაც ბევრს დამართა.

არა, მართლა უხეში იყო, ეს ოხერი. ახლა ძალიან განაზდა, თოვლზე მოფსმულს დაემსგავსა.

ქალებისადმი ლტოლვა არც ახლა დაუკარგავს, პერიოდულად ისევ მოუნდება ხოლმე, ვინმეს უძუები მოაჭამოს, ლაჯზე ახიოს, ან კუდუსუნის ძვალი გაუმრუდოს, მაგრამ ჯერ ერთი, ფრთხილობს, ეგრე ველურივით ხო ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში? მეორეც – ის ძალა და ენერგია აღარ მოსდევს, მუხლები ძველებურად აღარ ემორჩილება. კი, ბავშვებს ძველებურად აკეთებს, მაგრამ მდედრს რო მკლავებში მოაქცევდა, ხელში აიტატებდა და ბანჯგვლიან მკერდზე გადაიგორებდა ხოლმე, ის დრო წავიდა, წარსულს ჩაბარდა.

თქვენი არ ვიცი და… მე ისიც ვერ გავიგე, ეს რანაირი სასამართლო პროცესია… რავი, ამ თოვზე მიფსმულს თავისსავე ჩადენილ ჩათლახობებზე ეკითხებიან და ეს იძახის, ჩემი პენისი კიტრია, ახლა პენსიების მომატებაზე ვმუშაობ და უახლოეს ხანში ეკონომიკური აღორძინების პროგრამა უნდა წარმოგიდგინოთო… ამჟამად გამარჯვების ფორმულას ვიგონებ სტომატოლოგ სოფო ჯაფარიძესთან ერთადო… ძალაუფლება ბიძინა ივანიშვილმა მიიტაცა და ქვეყანა თუ არ გამოვიხსენი, ხვალ აღარ იარსებებსო.

არა, მესმის, ეს ძალიან სასაცილოა, მაგრამ ყველაფერს ხომ თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს? კაი, ჰო, ერთხელ გავიცინეთ, ორჯერ გავიცინეთ, სამჯერ გავიცინეთ, ოთხჯერ, ხუთჯერ, ათჯერ, დავიჯერო, აღარა კმარა?

გადაათრიეთ, ეს თოვლზე მიფსმული იქ, სადაც რეალურად სასჯელს იხდიან, ვინ არი, ვინ ჩვენი შუშა კიტრია?

არა, თქვით, თუ მართლა შუშა კიტრია, დაამტკიცეთ და გავჩუმდებით, გვეცოდინება, რო წლების განმავლობაში ასე უნდა იკოტრიალოს და მერე თქვას, ციხეში ვიჯექიო.

არ ვიცი, დაამტკიცეთ, რო შუშა კიტრია! – წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

ასევე იხილეთ