leaderboard_below_slide
left_sabechdi

ხობში ნოჯიხევის გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობას სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

არსებულ ორკილომეტრიან მონაკვეთზე აქამდე მხოლოდ გრუნტის გზა იყო. ახალი გზის რეაბილიტაციისთვის 1.3 მილიონ ლარამდე გამოიყო, გზასთან ერთად ეწყობა სანიაღვრე სისტემაც.

მიმდინარე პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ხობის მერთან დავით ბუკიასთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

default
ასევე იხილეთ