სახელოვანმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ნაპოლისა და ბარსელონას განმეორებით მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ესპანური კლუბი მთავარ საფრთხეს ხვიჩა კვარაცხელიასგან უნდა ელოდეს.
“ბოლო-ბოლო ვნახე, რომ კვარაცხელია ისევ თავის დონეზე თამაშობს. ის ბარსელონასთვის პირველი ნომერი საფრთხე იქნება. ასეთი სისწრაფითა და ინტენსივობით მოთამაშე კვარას ზიანის მოტანა ყველასთვის შეუძლია. ვფიქრობ, სურს გუნდში ისეთივე ლიდერად იქცეს, როგორც გასულ სეზონში იყო”.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლის ქართველი ვარსკვლავი არცთუ დამაჯერებლად ჩატარებული სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ, ძველებურად ათამაშდა და იტალიურ სერია A-ში ზედიზედ 3 მატჩია მინდორი უგოლოდ არ დაუტოვებია (სასუოლოს, იუვენტუსსა და ტორინოს ჯამში 4 გოლი გაუტანა).
ბარსელონასა და ნაპოლის პირველი თამაში იტალიაში 1:1 დასრულდა, საპასუხო მატჩს კი დღეს, 23:55 საათიდან ესტადიო მონტჟუიკი უმასპინძლებს.
Barcellona-Napoli, Capello indica la via: Kvaratskhelia la chiave https://t.co/NjPPCrMCRD
— Football News 24 (@Ftbnews24) March 11, 2024