ქუთაისში, შენობაში, რომლის პირველ სართულზეც „ქართული ოცნების“ ოფისია, მესამე სართულის აივანზე, სავარაუდოდ აქციის მონაწილეების მიერ აალებადი საგნის სროლის შედეგად ხანძარი გაჩნდა
ქუთაისში, იმ შენობაში, რომლის პირველ სართულზეც „ქართული ოცნების“ ოფისია, მესამე სართულის აივანზე, კორპუსის მობინადრის საკუთრებაში ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი აქციის მონაწილეების მიერ აალებადი საგნის სროლის შედეგად გაჩნდა.
ცეცხლის ლიკვიდირება რამდენიმე წუთში მოხერხდა. შედეგად არავინ დაშავებულა.