leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნუკა არველაძე: ერთი წამით არ შეგვეპაროს ეჭვი ჩვენს გმირ პოლიციელებში, ახლა თქვენს მხრებზე ჩვენი სამშობლოს უსაფრთხო მომავალია!

ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ძალიან ბევრი პოსტი შემხვდა ცოტა ჩემთვის გაუგებარი

უკრაინული მაიდანი და ქართული მაიდანი

ქართული მაიდანი მე ვიცი ხარფუხზე, კაი ყავით და აზერბაიჯანული ჩაით.

სხვა დაივიწყეთ

რა წვალებასაც ახლა ვუყურებთ, ეს არის ფაფხური!!!!

ტექნიკა კოლექტიურ დასავლეთს ყველგან ერთი ჰქონდა.

ყველგან, სადაც გაუვიდათ, იყო სახელმწიფო ინსტიტუტების პრობლემა.

ყველგან, სადაც გაუვიდათ, შერყეული ან კორუმპირებული ჰყავდათ ძალოვანი სტრუქტურების შეფები!!!

ყველგან, სადაც გაუვიდათ, იყო შიდა ღალატის პრობლემა.

ამიტომ, ძალიან გთხოვთ:

ეჭვი არ შეიტანოთ არც მმართველ ძალაში, არც საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეში!

და თუ ეს არაა საკმარისი, ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელმაც საქართველო დღემდე მოიყვანა მშვიდობით – ბიძინა ივანიშვილი.

ვითამაშებთ დემოკრატიობანას ცოტა ხანი, დაიფერთხებიან ნელ-ნელა და გაიწოვებიან!!!

მთავარია, მერე რას მოიმოქმედებს მმართველი გუნდი, კუანა სალომე, შესაძლოა, გასაცილებელი დაგვრჩეს
აეროპორტამდე – სიამოვნებით მივაცილებთ.

დანარჩენი, ერთი წამით არ შეგვეპაროს ეჭვი ჩვენს გმირ პოლიციელებში, ძალოვან სტრუქტურებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მადლობა

მადლობა

მადლობა მოთმინებისთვის!

ახლა თქვენს მხრებზე ჩვენი სამშობლოს უსაფრთხო მომავალია!” – წერს ნუკა არველაძე.

ასევე იხილეთ