leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი მამაცაშვილი: ის მომღერლები და კორიფეები სად არიან, წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების” კონცერტებზე გამიშვი-გამატარე რომ ჰქონდათ ატეხილი

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ისე, კარგი გამახსენდა…

ის მომღერლები და კორიფეები სად არიან, წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების” კონცერტებზე გამიშვი-გამატარე რომ ჰქონდათ ატეხილი, არ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციებს? ან, არ მიდიან აქციაზე?

„არც აქანე მიმიღეს, – არც იქანე” სჭირთ, თუ რაშია საქმე?

აგერ, ნინო ქათამაძე ნახეთ.

რუსეთში სიმღერ-სიმღერით მოიარა ჩელიაბინსკიდან დაწყებული, ტამბოვით დამთავრებული – ყველა ქალაქი და აქაც წელგამართული აპროტესტებს – ხვალ უთენია რუსები რომ შემოვლენ ჩვენთან, – იმას…

ან ნიკა რაჭველი ნახეთ…

მეც აღარ ვყავარ მეგობრებში. „ქართული ოცნების” მომხრე ვარ და რაში სჭირდება?!… გამემიჯნა!

სამაგიეროდ, მაინტერესებს, კულტურის მინისტრსაც (რომელიც მეც ძალიან მიყვარს!) გაემიჯნა და წაშალა მეგობრებიდან „სიკვდილამდე”, თუ აქაც შერჩევითაა საქმე?

ეეეჰჰჰ…”

 

ასევე იხილეთ